ინდოეთის პრემიერი - ბოდიშს ვუხდი ღარიბებს, ვიცი მიბრაზდებით, მაგრამ ეს საჭიროა, რომ  ეს ომი მოვიგოთ

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მოსახლეობას პატიებას სთხოვს იმ მკაცრი ზომების გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიიღეს.

„ბოდიშს გიხდით ასეთი მკაცრი ნაბიჯებისთვის, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში მრავალი სირთულე შექმნა. განსაკუთრებით ბოდიშს ვუხდი ღარიბებს. ვიცი მიბრაზდებით, მაგრამ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ეს ომი მოვიგოთ“,-აღნიშნა მოდიმ.

მისივე თქმით, ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა აუცილებლად იფიქრებს, რომ ის ცუდი პრემიერია, რადგან ასეთ ვითარებაში ამყოფებს მათ. „ამის გარეშე, ბრძოლა შეუძლებელი იქნება“,- განაცხადა მოდიმ.

ცნობისთვის, ინდოეთში უპრეცენდენტო კარანტინია გამოცხადებული. მოსახლეობას განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა ეკრძალება. მოქალაქეები შიშობენ, რომ კორონავირუსზე დიდი საფრთხე, შიმშილია.

„ჩემი შვილები კორონავირუსს გადაიტანენ, მაგრამ შიმშილით დაიხოცებიან“,-აცხადებს ნიუ-დელის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები „ალ ჯაზირასთან“.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 1071 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 29 ადამიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს