დონალდ ტრამპი - თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ „მაგრად იმუშავა“.

„სავარაუდო გათვლებით, გარდაცვალების პიკი ორ კვირაში იქნება. იმაზე უარესი არაფერია ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ სანამ მართლა გაიმარჯვებ. ეს ყველაზე დიდი დამარცხება იქნება“,-განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ცოტა უფრო პოზიტიურად რატომ არ იქცევით? ყოველთვის იქცევით ასე, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ. იცით რა? ამიტომ არის, რომ აღარავინ ენდობა მედიას უკვე“,-განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა