საქართველოს 54-მა მოქალაქემ, რომელიც თურქმა სამართალდამცავებმა გუშინ სტამბოლში გააბრუნეს, ღამე ავტობუსში გაათენა

საქართველოს 54-მა მოქალაქემ, რომელსაც გუშინ საქართველოსკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს და უკან, სტამბოლში დააბრუნეს, ღამე ავტობუსში გაათენა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, ყველა მათგანი წუხელ აქსარაის სადგურში იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ელოდებიან.

„ჯერჯერობით ისევ ვიმყოფებით თურქეთში, სტამბოლის აქსარაის სადგურში. ღამე აქ გავათენეთ ავტობუსში. ველოდებით მძღოლები გამომგზავრების ნებართვას როდის მიიღებენ. როგორც გვითხრეს, დაწესებულებები 10 საათზე იწყებენ მუშაობას. არც ის ვიცით, დოკუმენტის გაცემას რა დრო დასჭირდება ან შევძლებთ თუ არა დღეს საქართველოსკენ გამომგზავრებას. ახლა გავრცელდა მგზავრებში ინფორმაცია, რომ საელჩოს წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა, ლალი ხარხელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, გუშინ, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს. მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. თურქი სამართალდამცავების თქმით, გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი მძღოლებს სტამბოლში უნდა აეღოთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა