მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი 3 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 29 დაინფიცირებული პაციენტი რჩება. მისივე თქმით, მეთვალყურეობის ქვეშ არის 3 ბავშვი. ეზუგაბაის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ დინამიკაში როგორ გაგრძელდება. ერთთან დადასტურდა 21-დან და დანარჩენი ყველა იყო ნეგატიური. დღეს დილას მხოლოდ 4 პაციენტზე იქნა აღებული ტესტი გამოსაკვლევად, ვნახოთ დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი შემოგვემატება. ჩვენთან ამ ეტაპზე 29 პაციენტი რჩება, იცით, რომ 17 განკურნებული გაეწერა, აქედან 2 -მა ბავშვა დატოვა კლინიკა და 3 ბავშვი განაგრძობს ჯერჯერობით მეთვალყურეობას. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა