შერჩეული სტარტაპების ვინაობა ცნობილია - ვის დააფინანსებენ BTU-ს მიერ მოწვეული ისრაელის ინვესტორები

თბილისის მეწარმეობის სამიტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში პირველად გაიმართება, ისრაელის სილიკონ ვადიდან ინვესტორების მოწვევას და ქართულ სტარტაპებთან შეხვედრას, სხვა აქტივობების პარალელურად გულისხმობს.

მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტით, ინვესტორთა ჯგუფი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა და რეგისტრირებული 150-მდე სტარტაპიდან, შერჩეულ ექვსს შეხვდება. ინვესტორის წინაშე ფიჩინგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში ჩატარდება. სტარტაპებს მიეცათ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად მოიზიდონ უცხოური ინვესტიცია და გააფართოვონ ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებზე. ინიციატივის პარტნიორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც, რომელიც დამატებით სთავაზობს სტარტაპებს 650,000 ლარიან საგრანტო პროექტში მონაწილეობას ‘’Dollar to Dollar Basis’’ პრინციპით.

გლობალური სტარტაპ ფონდი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2019 წლის მაისში დაფუძნდა და პირველი სტარტაპ სესია დაფუძნებისთანავე გამართა. შერჩეულმა ქართულმა სტარტაპმა ‘’INFLUENCE GEORGIA’’-მ დაფინანსება 1,300,000 ლარის ოდენობით, GITA-სთან პარტნიორობით, ისრაელის ინვესტორისგან მიიღო.

თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში, გლობალური სტარტაპ ფონდის მეორე სესიაზე ინვესტორების წინაშე წარსდგებიან: Phubber App - “ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის; Lingwing.com - უცხო ენების შესასაწავლი ინტერაქტიული აპლიკაცია; Biliki App - უფასო, პერსონალიზებული მოგზაურობის გზამკვლევი აპლიკაცია; Anima Chatbotics, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენერებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი მიზნის ქვეშ: შეიქმნას ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”; Best Offer, რომელიც ამარტივებს სავაჭრო ურთიერთობებს და დისტანციური მომსახურებით მყიდველს საშუალებას აძლევს მიიღოს საუკეთესო შეთავაზება სასურველ პროდუქტზე და სერვისზე; Villam - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი აგრიტექის გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება ფერმერს გაზარდოს პროდუქტიულობა და გააუმჯობესოს უსაფრთხოების სტანდარტები.

ინვესტორთა ვიზიტი თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში უახლოეს მომავალში იგეგმება, სადაც გაირკვევა შერჩეული სტარტაპების დაფინანსების საკითხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა