განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ.

რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

„მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება“,- განაცხადეს უწყებაში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა