კომპანია "ფავორიტი სტილი" ფარის ტიპის ნიღბებს აწარმოებს

კომპანია “ფავორიტი სტილი” საქართველოში ფარის ტიპის ნიღბებს აწარმოებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს.

“მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის და საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, კომპანიების ნაწილი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მათ შორისაა „ფავორიტი სტილი“, რომელმაც შეძლო თავისი წარმოების მიმართულების შეცვლა და ახალი, ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება. ნიღბების წარმოების მიმართულებით კომპანია პირველი იყო საქართველოში. საცდელი ეგზემპლარები 3 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციიის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი თქმით, აღსანიშნავია, რომ ნიღბების შემუშავებიდან 10 დღეში, კორპორაცია “ფორდმაც” გამოაცხადა ნიღბების წარმოების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია. ეს “ფავორიტი სტილის” გუნდისთვის საამაყო ინფორმაციაა.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირბადეების და დამცავი ნიღბების შექმნილი დეფიციტის გამო, გაჩნდა მსგავსი ნიღბების წარმოების იდეა, რომელიც დაიცავდა კონტაქტის დროს თვალსა და ცხვირის ლორწოვანს, ასევე პირის ღრუს ვირუსის შეღწევისგან. იდეა მალე საქმედ ვაქციეთ და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. ამ პირობებში იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ახლა არააქტუალურია დაგვეხურა, პირიქით, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმეთ, წარმოება გადავანაწილეთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ ყველა მოთხოვნა დაგვეცვა”, - აღნიშნავს კომპანია „ფავორიტი სტილის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანა გობრონიძე.

მათივე ცნობით, პროდუქტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ის მალე საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გამოჩნდება. შეძენა შესაძლებელია „ფავორიტი სტილის“ არხების მეშვეობით. საკმარისია, დარეკოთ ნომერზე: 032 2950011. ასევე შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე მიწოდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელთან. მალე პროდუქცია მათ თაროებზეც გამოჩნდება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო