ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 93% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 93% გამოჯანმრთელდა. Worldomwters-ის ინფორმაციით, დადასტურებული 81 470 შემთხვევიდან, 75 700 ადამიანის ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ცნობისთვის, ბოლო დღის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის შიდა გადაცემა კვლავაც არ ფიქსირდება და ყველა მათგანი იმპორტირებულია.

ამასთან, ჩინეთმა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მას ამ ეტაპზე აშშ და იტალია უსწრებენ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს