ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 2 არასრულწლოვნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული სულ 5 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე განცხადებით, გუშინ ტესტირება 7 ადამიანს ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.

სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსზე დღეს კიდევ ორი პაციენტი შემოწმდა, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენს კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კვლევაში ჩართული 7 პაციენტიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს კვლევაში მხოლოდ 2 პაციენტი ერთვება და მოგვიანებით გვექნება მათი პასუხები. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი. ამ 13 პაციენტიდან 5 არის კოვიდ19-ის დადასტურებული დიაგნოზი. ამ ხუთი პაციენტის დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის, კლასიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. აქედან 2 მცირეწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა მაკა სოლვიოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 2 არასრულწლოვნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა