ეკა ადამია - თუ ფორსმაჟორული სიტუაცია იქნება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადაუდებელი ოპერაციები საქართველოში ჩატარდება

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია იქნება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადაუდებელი ოპერაციები საქართველოშიც ჩატარდება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პირობითად, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები საქართველოშიც ჩატარებულა და ამის შესაძლებლობა ტექნიკურად არის.

"როგორც იცით, გეგმური სერვისები 4-თვიან პერიოდზე გადანაწილდება. გადანერგვაც შეიძლება იყოს გეგმური და გადაიწიოს, მაგრამ თუ ფორსმაჟორული სიტუაცია იქნება, ოპერაცია ჩატარდება საქართველოში. პირობითად, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები საქართველოშიც ჩატარებულა და ამის შესაძლებლობა ტექნიკურად არის", - განაცხადა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, საქართველომ ონკოლოგიური პაციენტების საზღვარგარეთ გაგზავნა კორონავირუსის პრევენციის გამო ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავადაც რომ შეძლოს, პაციენტებს სხვა ქვეყანაში კარანტინის გავლა მოუწევთ.

"საქართველოდან ჩასული პირი, იქაურ მხარესაც რომ ველაპარაკე, ექვემდებარება კარანტინს და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ორ კვირაში დანიშნული აქვს ოპერაცია და ორ კვირაში წავა, ორი კვირა იქ კარანტინის გავლა მოუწევს, ამასობაში შეიძლება ეს შეზღუდვები მსოფლიოში სრულად მოიხსნას.

როგორც გავარკვიეთ, მაგალითად ავსტრიაც არ იღებს პაციენტებს და შეიძლება სერვისი უბრალოდ ვერ მიიღონ, რადგან ქვეყნებს შორის ჩაკეტილია საზღვრები და მიმოსვლა. ჩვენ რომ აქედან მოვახერხოთ გაგზავნა, ყველა ქვეყანაში უკვე კარანტინია. ერთნაირი მიდგომაა ყველგან, მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

ეკა ადამიანს განცხადებით, გეგმური სერვისის გადავადების მიუხედავად, არ არსებობს გადაუდებელი სერვისები, რომელსაც პაციენტები საქართველოში ვერ მიიღებენ.

„უცხოეთში მიდიან ძირითადად გეგმური ოპერაციების გამო, რომელიც აქ ვერ ტარდება, მაგალითად ტრანსპლანტაცია და ა.შ, რომელთა გადავადებაც შეიძლება და საზღვრების ჩაკეტვა ხომ უსასრულო არაა?

გეგმური სერვისებისთვის ჩვენ საგარანტიოების გაცემა გადავწიეთ ოთხი თვის ვადით, მაგრამ ნებისმიერ პაციენტს ონკოლოგიური იქნება თუ სხვა, რომ დასჭირდეს გადაუდებელი დახმარება, ამის საქართველოში მიღების შესაძლებლობა არსებობს," - განაცხადა ეკა ადამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა