USAID-მა ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფერომონები გადასცა

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID საქართველომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდება, ხოლო სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებისა და აჭარის 500 სოფელში, ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება.

„USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ხელმძღვანელის გიორგი მანაგაძის განცხადებით, მონიტორინგის მეშვეობით შესაძლებელია მავნებლის დროული იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლის დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ფაროსანას მონიტორინგისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი-ამერიკული კომპანია „ტრესეს“ წარმოებული ფერომონები გამოიყენება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო