საქართველოს 54 მოქალაქე, რომელიც გუშინ სტამბოლში დააბრუნეს, სამშობლოში ორი ავტობუსით დაბრუნდება

საქართველოს 54 მოქალაქე, რომელსაც გუშინ საქართველოსკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს და უკან, სტამბოლში დააბრუნეს, საქართველოში ორი ავტობუსით დაბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მგზავრებმა აცნობეს, ისინი ორ ნაწილად გაყვეს და თითო ავტობუსში 28 ადამიანზე მეტს არ უშვებენ.

მგზავრების ინფორმაციით, ამ წუთებში სტამბოლის აქსარაის ავტოსადგურში სამედიცინო პერსონალსაც ელოდებიან, რომ ისინი ადგილზევე შეამოწმონ. მგზავრებისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ საათზე შეძლებენ ისინი საქართველოში გამომგზავრებას.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, გუშინ, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს. მათ ღამე ავტობუსში გაათენეს. მგზავრობის შეზღუდვის მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. თურქი სამართალდამცავების თქმით, გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი მძღოლებს სტამბოლში უნდა აეღოთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო