გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მისვე თქმით, მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა.

„რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს - მზად ვართ მისი მართვისთვის.

ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას ჯანმრთელობას და ვიცავთ მათ უსაფრთხოებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ამავდროულად, ვცდილობთ, კოორდინირებულად ვიმუშაოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს სამართალწარმოებას და არ დაირღვეს მოქალაქეთა უფლებები.

მადლობას ვუხდი თითოეულ მოსამართლეს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც კარანტინის ზონაში ახორციელებენ უფლებამოსილებას და არ უშინდებიან არსებულ გამოწვევებს. მადლობა სასამართლოს აპარატს და ყველა თანამშრომელს - მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყების წარმომადგენელს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას ",-განაცხადა გიორგი მიქატაძემ.

აღნიშნულ კომენტარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა