დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ზიარების წესი კანონიკური საკითხია და კანონიკური საკითხების შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ უმაღლეს იერარქიას აქვს

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, ზიარების წესი კანონიკური და ტრადიციული საკითხია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, კანონიკური საკითხების შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ უმაღლეს იერარქიას აქვს.

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ კანონიკური და ტრადიციული საკითხები შეიძლება, შეიცვალოს. ეკლესიაში ეს ასე ხდებოდა ისტორიულად. ერთადერთი რაც არ შეიძლება რომ შეიცვალოს არის ის, რომ ღმერთი არის ყოვლაწმინდა სამება, რომ ძე ღმერთი ადამიანად მოვიდა, მან დაარსა ეკლესია, როგორც თავისი სხეულის გაგრძელება და მოვიდა იმიტომ, რომ ადამიანები განაღმრთოს, ამათანავე, დააწესა საიდუმლოება ნათლობისა და ზიარებისა. ეს არის ის, რაც არ შეიძლება, შეიცვალოს და დანარჩენი ყველაფერი არის კანონიკური საკითხები, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, პერიოდულად იცვლებოდა, მაგრამ ამის უფლებამოსილება უმაღლეს იერარქიას აქვს.

ზიარების წესი კანონიკური და ტრადიციული საკითხია ერთდროულად, რომელიც ან მსოფლიო ეკლესიის ან სინოდალურ დადგენილებაში ვლინდება. შესაბამისად, ცალკეულ სასულიერი პირს რაიმის შეცვლის უფლება არ აქვს,“- განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

დეკანოზმა დავით თავაძემ კი „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ სინოდის დადგენილ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს. მამა დავით თავაძე დარწმუნებულია, რომ სინოდი ყველა აუცილებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც შესაძლებელია იმას ყველაფერს გააკეთებენ, მე დარწმუნებული ვარ. დაველოდებით და ვნახავთ თუ რაიმე შეიცვლება. რასაც მიიღებს სინოდი ის იქნება.

რაც გვითხრეს ჩვენ, რა რეკომენდაციებიც მოგვცეს, იმას ყველაფერს ვასრულებთ. სხვა ჩვენზე არაფერი არაა დამოკიდებული,“- განაცხადა დეკანოზმა დავით თავაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა