ლევან გოფოძე - ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 40 პაციენტია, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი არაა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში 40 პაციენტი იმყოფებადა მათგან არც ერთს არ აქვს კორონავირუსი დადასტურებული.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ ტესტირება 20 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მიიღეს.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 40 პაციენტია. მათგან კორონავირუსზე არცერთი დადასტურებული პაციენტი არ გვყავს. გუშინ კვლევა ჩაუტარდა 20 პაციენტს და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს გაეწერა 5 პაციენტი კიდევ რამდენიმე წავა კარანტინში და თვითიზოლაციაში,“ - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მარნეულიდან გადმოყვანილ რეანიმაციაში მყოფ პაციენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჩვეულ რეჟიმში მიდის მუშაობა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა რაღაც პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება. ვფიქრობთ, რომ თავი უნდა გავართვათ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტს ბევრი რისკი აქვს. ეს არის მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მძიმე სეპტიური შოკი, მაგრამ არ დაუდასტურდა კორონავირუსი და პლუს ამას არ ჰქონდა შეხება იმ ცნობილ კლასტერთან,“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა