საქართველოს წითელი ჯვარი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გეგმავს

საქართველოს წითელი ჯვარი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას და სამედიცინო პერსონალისთვის, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის დამატებითი სერვისის ამუშავებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს წითელი ჯვრის ბაზაზე, COVID-19 თან დაკავშირებით განვითარებულ სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, უკვე ერთი თვეა მუშაობს უფასო ცხელი ხაზი (0800 000 018) მოქალაქეებისთვის ინფორმაციის და ემოციური მხარდაჭერის გასაწევად.

„საქართველოს წითელი ჯვარი გეგმავს საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების კუთხით დამატებითი სერვისის ამუშავებას სამედიცინო პერსონალისთვის, კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, რისთვისაც მეტი პროფესიონალის მობილიზებაა საჭირო. მოგიწოდებთ პროფესიონალ ფსიქოლოგებს, ჩაერთოთ აღნიშნულ სერვისში და გახდეთ წითელი ჯვრის მოხალისე. დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: pss@redcross.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს