ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს, ხოლო ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად - 700 მილიონ ევროს გადაამისამართებს

ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ონლაინ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამასთან, ქვეყნები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ - ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 700 მილიონ ევროს გადაამისამართებენ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება და თავდაპირველი საჭიროებებისთვის 38 მილიონ ევროს, ხოლო შემდგომი კრიზისის დასაძლევად 374 მილიონ ევროს გამოუყოფს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს