გიგა ბოკერია საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელებაზე - სამწუხაროდ, ნდობა იმის, რომ ამის გამოძიება მოხდება, რბილად რომ ვთქვა, დაბალია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამოძიების მოლოდინი არ აქვს.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით არის განპირობებული, კიბერთავდასხმა შესაბამის ყურადღებას იმსახურებს.

„გასაგებია, რომ ახლა მთელი საზოგადოების ყურადღება არის პანდემიაზე, ჯანმრთელობაზე, ჩვენი ახლობლების სიცოცხლეზე და ეკონომიკურ გამოწვევებზე, მაგრამ რბილად რომ ვთქვა, ეს ამბავი ყურადღებას იმსახურებს. ეს არის ცუდი ამბავი. დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მონაცემებით სარგებლობდა მმართველი გუნდი, ხელისუფლება ანუ მხოლოდ ოპონენტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ეს უკვე არანორმალური ვითარება იყო და ეს ფაქტი თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ბევრი ადამიანის ხელშია, უფრო მეტია ალბათობა ამის გაჟონვის საჯაროდ.

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას, სამწუხაროდ, ნდობა იმის, რომ ამის გამოძიება მოხდება, რბილად რომ ვთქვა, დაბალია, რადგან ბევრი ფაქტი გვქონდა, სადაც თქვეს, რომ გამოიძიებდნენ და არანაირი შედეგი არ დადგა სამწუხაროდ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც. შსს-ში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა