ალეკო ელისაშვილი - საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა მოქალაქეებს უკან უნდა დაუბრუნდეთ

"სამოქალაქო მოძრაობა" მოუწოდებს მთავრობს, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა მოქალაქეებს უკან დაუბრუნდეთ. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ფულით ოჯახები მინიმუმ 3 თვის კომუნალურ გადასახადებს გადაიხდიან და სურსათის ელემენტარულ მარაგს შეიძენენ.

"რა მნიშვნელობა აქვს შენ ფიზიკური მდგომარეობის და ასაკის გამო ვერ იმუშავებ, თუ დღევანდელ ვითარებაში როცა ჯანიც გაქვს და ღონეც, მაგრამ ვერ ახერხებ მუშაობს. მაგალითად, ავიღოთ ერთი ახალგაზრდა ოჯახი, სადაც ცოლს და ქმარს ხელზე საშუალოდ 500 ლარი ერიცხებათ. ასეთ ოჯახს საპენსიო ფონდში, ჯამში 900 ლარი ექნება დაგროვებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის დიდი თანხა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ამ ოჯახმა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და პროდუქტების რეზერვი გააკეთოს",- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის თქმით, ვირუსი არ არჩევს, ვინ არის ოპოზიციაში და ვინ ხელისუფლებაში.

"ჩვენ მზად ვართ ამ ჟამიანობის დროს ყველანაირად გვერდში დავუდგეთ მთავრობას, მაგრამ გადასახადები მოდის და ფული ციდან არ ჩამოვარდება. ერთმანეთს მოვუსმინოთ და ერთად მოვერიოთ პრობლემას",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც "სამოქალაქო მოძრაობა" ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს