გრიგოლ გეგელია - ამ ურთულეს დროს, როდესაც დასავლეთ ევროპა და აშშ თვითონ არნახულ გასაჭირში იმყოფებიან, მათ კვლავ ახსოვთ საქართველო და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები

ამ ურთულეს დროს, როდესაც დასავლეთ ევროპა და აშშ თვითონ არნახულ გასაჭირში იმყოფებიან, მათ კვლავ ახსოვთ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხდა.

გეგელიას თქმით, ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ ცხადად ვხედავთ თუ ვინ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარი ქომაგი.

,,აშშ-მა, USAID-ის საწყისი დახმარების სახით, საქართველოსთვის 1.1 მილიონი დოლარი გამოყო. დღეს ევროკომისიამ გამოყო 140 მილიონი ევრო გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. 30 მილიონი ევრო მოხმარდება ამ სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემების მომარაგებას სასუნთქი აპარატებით, ლაბორატორიული აღჭურვილობით, ნიღბებითა და სხვა აუცილებელი სამედიცინო ინსტრუმენტებით. ამის გარდა, ევროკავშირი 500 მილიონ ევროს მოახმარს პანდემიის ეფექტების დაძლევას აღმოსავლეთ სამეზობლოს სოციალური და ეკონომიკური სტაბილიზაციის გზით. “ლელო საქართველოსთვის” გამოხატავს თავის უდიდეს მადლიერებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამ ძნელბედობის ჟამს, დღეს კიდევ ერთხელ ცხადად ვხედავთ, თუ ვინ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარი ქომაგი და ვინ დგას საქართველოს ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე. ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ დავძლევთ ამ პანდემიას და სხვა ყველა გამოწვევას!’’ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამასახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა