გაერო - განვითარებადი ქვეყნები შესაძლოა, ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩდნენ

გაერო-ს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, განვითარებადი ქვეყნები შესაძლოა, ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათ უწევთ შეზღუდული რესურსებით ებრძოლონ კორონავირუსის პანდემიას. ორგანიზაციის თქმით, ამ ქვეყნებმა შესაძლოა, შემოსავლის სახით 220 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგონ, ხოლო აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის 50% შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

„მსოფლიოს მასშტაბით პანდემია ძალიან ღრმა, მტკივნეულ ჭრილობებს დატოვებს. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავამახვილოთ ყურადღება COVID-19– ის ეფექტურ რეაგირებაზე განვითარებად და მოწყვლად ეკონომიკებში, განსაკუთრებით უნდა მივხედოთ ყველაზე დაუცველებს: პატიმრები, მიგრანტები და ლტოლვილები”,- აცხადებს გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, აჩიმ შტეინერი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუმსუბუქონ სასესხო ვალდებულებები ღარიბ სახელმწიფოებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა