საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საღამოს 21:00 საათიდან მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება.

"ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს დაგვიანების უფლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების და ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით," - განაცხადა გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს