„საქპატენტმა“ პრაქტიკის ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც დიზაინის გრაფიკულად გამოსახვას ეხება

საქპატენტი, ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაა, რომელმაც დიზაინის გრაფიკულად გამოსახვას საკუთარი პრაქტიკა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების საერთო პრაქტიკას შეუსაბამა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, დღეს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებამ გამოაქვეყნა აღნიშნული პრაქტიკის დოკუმენტი, რომელიც ეხება დიზაინის გრაფიკულად გამოსახვას და რაც წარმოადგენს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ერთობლივი მუშაობის შედეგს.

„პრაქტიკის დოკუმენტის გამოქვეყნების მთავარი მიზანი გამჭვირვალობის, სამართლებრივი სიცხადის და პროგნოზირების გაზრდაა განმცხადებლების, ექსპერტების და ნებისმიერი სხვა დაინტერესებულ პირისთვის. დოკუმენტი შეიცავს, მკაფიო და სრულყოფილ ახსნა-განმარტებას იმ პრინციპებისა, რომელიც საქპატენტის მიერ დიზაინის განაცხადის მიღებისას იქნება გამოყენებული“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დოკუმენტი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, შემდეგ მისამართზე: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/191/

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს