გიორგი გახარია - ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

„დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ მედიკოსების და სახელმწიფო უწყებების მუშაობით ვერ გაიმარჯვებს ქვეყანა.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვიცნობიერებული არ აქვს.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული, მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე,“ - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა