საქართველოში 21:00-დან 06:00 საათამდე ფუნქციონირებას მხოლოდ აფთიაქები შეძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 21:00-დან 06:00 საათამდე ფუნქციონირებას მხოლოდ აფთიაქები შეძლებს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის ის მცირედი, “რისი დათმობაც მოხდა”.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს ისეთი ეკონომიკური რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის პირობებში თითოეული მოქალაქის სუბსიდირება მოახდინოს.

„საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რაც ჩვენ გვინდა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს აკრძალვას სახლიდან გამოსვლის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობისა და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა.

ე.წ საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რისი დათმობაც შეგვეძლო ჩვენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა