პრემიერი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებულები, სადაც გვექნება ამის საშუალება, ყველას მივეხმარებით

ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები. ჩვენ მივეხმარებით ყველას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მყოფი საქართველოს მოქალაქეები სრულად მიიღებენ ყველა იმ სერვისს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

„ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სრულად მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს. სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ ეს საავადმყოფო და მისი მზაობა გვენახა. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები და იქ, სადაც გვექნება ამის საშუალება, ჩვენ მივეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს,“ - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს