პრემიერი - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს  მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან

მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა დარწმუნებულია, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან ყოველთვის იპოვის.

„ასეთი კომუნიკაცია იყო, ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება, ასეთი კომუნიკაციის შედეგია მაგალითად, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი, მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგი მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს