გიორგი გახარია - ადამიანების მინიმალური რაოდენობა თვითიზოლაციაში, მაქსიმალური კი კარანტინში გავუშვით, სადაც მათი გადაადგილებისა და მობილობის კონტროლი უფრო ადვილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის მასობრივი შემთხვევების შემდეგ, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ადამიანების უმეტესობა კარანტინის რეჟიმისთვის დაექვემდებარებინა.

გახარიას თქმით, შესაბამისად კარანტინში მათი გადაადგილებისა და მობილობის კონტროლი უფრო ადვილია. „თვითიზოლაცის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციის რაოდენობა შეგვემცირებინა და მაქსიმალურად გაგვეზარდა კარანტინის რაოდენობა, ამიტომ დღეს ჩვენ კარანტინში გვყავს 4878 მოქალაქე. ეს არის ის პასუხი, რომელიც იყო თვითიზოლაციის დარღვევის მასობრივ შემთხვევებზე იმიტომ, რომ ჩვენ მივხვდით, რომ ჯარიმა, რა თქმა უნდა, მუშაობდა, მაგრამ თავი რომ დაგვეზღვია, ადამიანების მინიმალური რაოდენობა გავუშვით თვითიზოლაციაში და მაქსიმალური გავუშვით კარანტინში, სადაც მათი გადაადგილებისა და მობილობის კონტროლი უფრო ადვილია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს