კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ანტიკრიზიულ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, შეუძლია წარადგინოს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, შეუძლია წარადგინოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახლა პოლემიკის და დაპირისპირების დრო არ არის.

„თუ ოპოზიციას აქვს რაიმე საინტერესო ხედვა ამაზე, შეუძლია წარმოადგინონ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ახლა პოლემიკის და დაპირისპირებების დრო ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ ყველა ვებრძვით ამ უდიდეს პრობლემას, უხილავ მტერს, რომელსაც ჰქვია კორონავირუსი“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ვადებში იქნება მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა, კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

„წარმოდგენილი იქნება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს პროცესია, რომელიც არავინ იცის როდის დამთავრდება, რა იქნება ხვალ. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“, - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო