პრემიერი - პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები უახლოეს დღეებში გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის ყველაზე ძირითადი მებრძოლები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები უახლოეს დღეებში გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ექიმების გადამზადების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„არ მინდოდა დღეს ამაზე ოფიციალურად რაღაცის დაანონსება და ამას არც გავაკეთებ, უბრალოდ გეტყვით ერთ რამეს, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ. პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები უახლოეს დღეებში და აქ საუბარია ერთ-ორ დღეზე, გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის ყველაზე ძირითადი მებრძოლები. რაში მდგომარეობს ამის არსი, თითოეული ადამიანი, რომელსაც ექნება შეგრძნება, რომ აქვს ელემენტარული ცხელება, მას ექნება კონკრეტული მიმართულება სადაც უნდა დარეკოს, სადაც უკვე სატელეფონო ზარიდან მოემსახურება ოჯახის ან სოფლის ექიმი და აქედან დაიწყება რისკის შემცველი პოტენციური პაციენტის მართვა“,-აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ვირუსის მსუბუქი ფორმის დროს სახლის პირობებში უნდა მოხდეს მისი მართვა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში, რათა მეტი რესურსი შენარჩუნდეს ასაკიანი მოქალაქეებისთვის.

„მოგეხსენებთა, რომ ამ ვირუსის დიდი პროცენტი ზოგ შემთხვევაში უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, იმისთვის რომ ჩვენი მშობლების თაობის, პენსიონერების რისკი შევამციროთ მათთვის უნდა შევინარჩუნოთ მეტი რესურსი“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო