მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან და ბიზნესთან ერთად იმ დარგების და კონკრეტული საწარმოების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლის ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან და ბიზნესთან ერთად იმ დარგების და კონკრეტული საწარმოების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლის ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული დარგები, როგორიცაა: ტელესაკომუნიკაციო სივრცე, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, საბანკო სფერო, სასურსათო და სააფთიაქო ქსელი, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მომხმარებლებს.

ასევე ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა უზრუნველყოფს მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს კომუნალური და მუნიციპალური სერვისები, როგორიცაა: წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით მომარაგება, საწვავით მომარაგება და მსგავსი სერვისები, ასევე ელექტროენერგიით მომარაგება და საფოსტო სერვისები.

„ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე და ვაწესებთ სპეციალურ რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა, რომელიც არის დასაშვები და შესაძლებელი, რომ წარიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, იქნება ნებადართული იმ სპეციალური წესების, სპეციალური რეჟიმის ფარგლებში, რომელიც იქნება დადგენილი მთავრობის მიერ. როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, საკოორდინაციო საგანგებო შტაბი, რომელიც არის შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის სტრუქტურის ფარგლებში, ასევე, მისი რეგიონული საკოორდინაციო შტაბები, უზრუნველყოფენ საკოორდინაციო საქმიანობას ყველა იმ უწყებას შორის, რომელიც ჩართულია აღნიშნული საგანგებო ვითარების მართვაში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებთან ერთად, ისევე როგორც სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესი ერთად ვიქნებით ჩართული იმ დარგების და კონკრეტული საწარმოების განსაზღვრაში, რომლის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი. ეს ეხება სტრატეგიულ დარგებს, როგორიცაა: ტელესაკომუნიკაციო სივრცე, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, საბანკო სფერო, ასევე ბუნებრივია ეს არის სასურსათო და სააფთიაქო ქსელი და მათი მოწოდების ჯაჭვი, ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივად შეუფერხებელ მიწოდებას კომუნალური და მუნიციპალური სერვისების, როგორიცაა: წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით მომარაგება, საწვავით მომარაგება და მსგავსი სერვისები, ასევე ელექტროენერგიით მომარაგება, საფოსტო სერვისები. ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის იქნება დადგენილი სპეციალური რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ვალდებულება, დაამტკიცონ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა წესი არის დაცული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო