თეა წულუკიანი საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნებაზე - დღეს დადასტურებით ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა

დღეს ვერ ვიტყვი დადასტურებით არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციის თაობაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მისი უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

„მე დღეს ვერ ვიტყვი დადასტურებით არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა, რადგან ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი წინა არჩევნების წინა პერიოდშიც მსგავსი სია იყო გამოქვეყნებული და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო კომპილაცია სხვადასხვა მონაცემების, რომელიც გამოქვეყნდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ შემოწმებას და ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ იმისთვის, რომ გაირკვეს, არის თუ არა ჰაკერული შეტევა, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება და თუ არის საჭირო, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ, ცესკო-მ და სხვა უწყებებმა, რათა მოკლე ვადებში დადგინდეს ჭეშმარიტება ამ საქმეზე“,- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფმა Under the Breach გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა საქართველოს 4,9 მილიონი ამომრჩევლის (გარდაცვლილების ჩათვლით) შესახებ მონაცემები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა