იუსტიციის მინისტრი -  პატიმრებს მინდა მივმართო,780 თანამშრომელს, რომელმაც ნებით გადაწყვიტა მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება, პატივი სცენ

იუსტიციის მინისტრი პატიმრებს მოუწოდებს, მოუფრთხილდნენ და პატივი სცენ სასჯელაღსრულების სისტემის იმ 780 თანამშრომელს, ვინც შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პატიმრებს მოუწოდა, ამ თანამშრომლების მიმართ ნებისმიერი ტიპის აგრესიის გამოხატვისგან თავი შეიკავონ.

„პატიმრებს მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ ამ 780 თანამშრომელს, რომელმაც ნებით გადაწყვიტა მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში, მოუფრთხილდნენ და პატივი სცენ მათ; თუკი ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისაგან, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დათანხმდა დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღით მუდმივ რეჟიმში ცხოვრებას,“ - განაცხადა წულუკიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს