​დეა მეტრეველი - კარანტინის პირობებში ყოფნა ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის, რომელიც წლებია, ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, არანაკლებ საფრთხის შემცველია

კარანტინის პირობებში ყოფნა ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის, რომელიც წლებია ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, არანაკლებ საფრთხის შემცველია , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ფემიციდის გაზრდილი შემთხვევების გათვალისწინებით, კარანტინის პირობებში ყოფნა ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის, რომელიც წლებია, ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, არანაკლებ საფრთხის შემცველია.

"მაშინ, როდესაც მოსახლეობისთვის დაწესებულია გადაადგილების და თავშეყრის არაერთი შეზღუდვა, ბევრმა ოჯახმა დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო და ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური ფონის გამო იზოლაციაში ყოფნა საკმაოდ დიდი რისკის შემცველი ხდება ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც წლებია, ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობას განიცდის. პანდემიის და კარანტინის პერიოდში მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში უკვე შეინიშნება ოჯახში ძალადობრივი ფაქტების ზრდა და განსაკუთრებული ზომებიც მიიღება პრობლემის პრიოროტეტულობიდან გამომდინარე. საქართველოშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ საფრთხის შესახებ აქტიურად დაიწყეს საუბარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ საკითხს და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ განსახორციელებელი ღონისძიებები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადონ. საქართველოს მასშტაბით სპეციალურ თავშესაფრებში საკმარისი ადგილების არქონის გამო, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი სივრცეების გამოყოფა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, რეგიონების დონეზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სწორი კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება, რაც საგრძნობლად შეუწყობდა ხელს ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობას, დაცულობასა და პრობლემის დროულ აღმოფხვრას’’, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო