მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინგლისის კლასტერიდანაა​

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული მედიკოსი მათი კლინიკის თანამშრომელი არ არის. აღნიშნულის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ბოლო 3 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი მათ კლინიკაშია მოთავსებული და მათი დაინფიცირების წყაროც ცნობილია.

„ბოლო მონაცემებით, დღეს დილიდან 97 შემთხვევა იყო, დაემატა 3 დადასტურებული პასუხი. საღამოს მონაცემებით, 100 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დამატებული 3 პაციენტიდან 2 ჩვენთან არის. ესენი გახლავთ ინგლისის კლასტერიდან, ანუ მათი წყარო ცნობილია, მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, არც სუბიექტური-ობიექტური მონაცემებით და არც ლაბორატორიული მონაცემებით. დღეს დასრულდება მათი კვლევები, ჩატარდება სრულყოფილად რადიოლოგიური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება, ხვალ მოგახსენებთ. ზოგადად, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ასევე უცვლელია. ჩვენ ამ ეტაპზე ორი დამატებული პაციენტით 31 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

საერთოდ, შემიძლია, ვთქვა, რომ 49 დადასტურებულმა შემთხვევამ გაიარა ჩვენს ცენტრში და როგორც იცით, 17-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა. პაციენტების მონიტორინგი კვლავ გრძელდება იმ პაციენტების, რომლებსაც გარკეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის და კლინიკო-ლაბორატორიული, ობიექტური მონაცემების მიხედვით შეიძლება, ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება არის დამდგარი, რომელსაც ვადასტურებთ ტესტირებით და მიღებული უარყოფითი პასუხით. რამდენიმე პაციენტის პირველადი უარყოფითი პასუხები გვაქვს და ხვალ ალბათ, გვეცოდინება განმეორებითი პასუხები, თუ დადგება გამოჯანმრთელება, მოგახსენებთ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 100 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა