გიგა ბოკერია - აქამდე არსებული შეზღუდვები არ სრულდებოდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილის მიმართ, ახლაც პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ წესები შესრულდეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებები პოლიტიკურ ნებას არ შეიცავს, რომ შეზღუდვები სასულიერო პირებსაც შეეხოს.

„ასეთ მძიმე დროს გამკაცრება, ასეთი შეზღუდვები არის კიდეც საჭირო მცირე დროით, უბრალოდ, რა წესებიც დადგინდა, ის უნდა შესრულდეს და აქამდე არსებული შეზღუდვები არ სრულდებოდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილის მიმართ. ახლაც პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ ეს წესები შესრულდეს. ამიტომ არის ეს პრობლემა. უნდა იყოს ხედვა ამის შემდეგ როგორ ვმოძრაობთ, რას ვშვრებით, ჯანდაცვაში გრძელვადიანად და ეკონომიკაში, თორემ ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელება. „ევროპულმა საქართველომ“ ჩვენი სრულფასოვანი ხედვა, გეგმა დავდეთ და გვინდა გამოხმაურება, საქმიანი საუბარი და ყველა შემთხვევაში, გინდა მთავრობის ხედვის მოსმენა იმიტომ რომ, ეს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა