პორტუგალიის პარლამენტში მოქმედი გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE მარიამ ჯაშის ვიდეო-მიმართვას “დარჩი სახლში”ავრცელებს

პორტუგალიის პარლამენტში მოქმედი გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE მარიამ ჯაშის ვიდეო-მიმართვას “დარჩი სახლში” ავრცელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მარიამ ჯაში ვიდეო მიმართვაში აცხადებს, დღეს ჩვენ გლობალური ჯანდაცვის უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.

“დღეს ჩვენ გლობალური ჯანდაცვის უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.

ჩემს კოლეგებს - მედიკოსებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს და პოლიტიკოსებს - სჭირდებათ დრო ახალი ვაქცინის შესაქმნელად. მათ სჭირდებათ დრო კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო უკეთესი და ეფექტური სამკურნალო პრეპარატების მოსაძიებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ - სწორედ დროის მოგებაა მსოფლიოს წამყვან მეცნიერთათვის.

ამიტომ, გთხოვთ, დარჩეთ სახლში და მოიგოთ დრო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სახლში დარჩენით არამარტო საკუთარ თავს, ოჯახს და ქვეყანას იცავთ, არამედ, გადაჭარბების გარეშე მსოფლიოს მოსახლეობასაც.

დროა გავერთიანდეთ კორონავირუსის წინააღმდეგ. დროა დავრჩეთ სახლში!"-ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა