მაია ცქიტიშვილი - ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლები როგორ ზრუნავენ ყველაზე შეჭირვებულ ფენებზე, სოციალურად დაუცველებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო, ბიზნესსექტორი და მოხალისეები, ყოველდღიურად ზრუნავენ ადამიანებზე, რომელთაც გვერდში დგომა სჭირდებათ.

„ეს არის სოლიდარობის ის აქტი სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის და მოხალისეების მხრიდან. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს