მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის პირველადი ტესტის შედეგები უარყოფითია და განმეორებითი პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის შემთხვევაში ტესტის პირველადმა პასუხმა უარყოფითი აჩვენა.

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ალბათ, ხვალ ეცოდინებათ განმეორებითი ტესტის შედეგები.

"საერთოდ, შემიძლია, ვთქვა, რომ 49 დადასტურებულმა შემთხვევამ გაიარა ჩვენს ცენტრში და როგორც იცით, 17-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა. პაციენტების მონიტორინგი კვლავ გრძელდება იმ პაციენტების, რომლებსაც გარკეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის და კლინიკო-ლაბორატორიული, ობიექტური მონაცემების მიხედვით შეიძლება, ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება არის დამდგარი, რომელსაც ვადასტურებთ ტესტირებით და მიღებული უარყოფითი პასუხით. რამდენიმე პაციენტის პირველადი უარყოფითი პასუხები გვაქვს და ხვალ ალბათ, გვეცოდინება განმეორებითი პასუხები, თუ დადგება გამოჯანმრთელება, მოგახსენებთ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა