ნიდერლანდებში, კორონავირუსის საფრთხის გამო დაკეტილი მუზეუმიდან, ვან გოგის ტილო მოიპარეს

ნიდერლანდებში, კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან, ჰოლანდიელი ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

ამსტერდამიდან 32 კილომეტრში მდებარე Singer Laren-ის მუზეუმიდან ბოროტმოქმედებმა ნახატი შუაღამეს გაიტანეს. განგაშის სიგნალის შემდეგ, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ნახატი, სახელად „პასტორის სახლის ბაღი გაზაფხულზე ნიუენენში“ იქ აღარ დახვდათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა მომხდარს შემზარავი ფაქტი უწოდა.

ტილო „გაზაფხულის ბაღის“ სახელითაც არის ცნობილი და ის ზეთის საღებავებით 1884 წელს არის შესრულებული. ნახატი გრონინგერის მუზეუმმა Singer Laren-ს დროებით გადასცა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტილოს ღირებულება 1-დან 6 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა