კახა კალაძე - ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია - დარჩით სახლში და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისა და რეკომენდაციების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

„ამ რთულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, საქართველოში ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია და ვატარებთ მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია, შეიძლება რთულია ამ ყველაფრის შესრულება, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს, თუმცა აუცილებელია. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა, მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ დარჩით სახლში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და ზედმიწევნით შევასრულებთ, არ ვამბობ რომ ეს იოლია, თუმცა ყველამ უნდა გავითავისოთ, რამხელა საფრთხესთან გვაქვს საქმე. დარჩით სახლში და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლიდან ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ",-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ რთულ პერიოდში თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

"რა თქმა უნდა, ამ რთულ პერიოდში არ უნდა დაგვავიწყდეს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და პარალელურად ვახორციელებთ ამ სამუშაოებს“,-აღნიშნა კალაძემ ფეისბუქ ლაივში.

დედაქალაქის მერი გლდანში იმყოფებოდა, სადაც ამ წუთებში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის მონაკვეთი გახსნილია. კახა კალაძის ინფორმაციით, გლდანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულყოფილად, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დასრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს