მაია ცქიტიშვილი - აჟიოტაჟი ტესტებთან დაკავშირებით არის უფრო ხელოვნური და პოპულისტური, ვიდრე რეალობა

ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა - ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გეგმისა და ღონისძიებების ერთობლიობისა, რომლის გატარებაც არის საჭირო ეპიდემიის მალე დასამარცხებლად , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხშირად ტესტები ერთგვარ პანაცეად და გადამწყვეტ ფაქტორად არის წარმოჩენილი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არასწორია.

,,ტესტები არის ღონისძიებათა კომპლექსის ერთი ნაწილი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც იცით, არც ერთ პაციენტს არ ჰქონია ტესტირების პრობლემა. არ გვქონია დიაგნოსტიკის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რა მდგომარეობაა ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ქალბატონმა ეკა ტიკარაძემ მარნეულშიც ჩაიტანა ტესტების საჭირო რაოდენობა. ერთდროულად ეს ტესტები არ გვჭირდება, ტესტების შემოსვლა და მოსახლეობის ტესტირება ხდება პარალელურად გავრცელების დინამიკასთან ერთად. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ შემოგვდის ტესტები ეტაპობრივად. ამ მიმართულებითაც არანაირი პრობლემის წინაშე არ ვართ და ეს აჟიოტაჟი ტესტებთან დაკავშირებით არის უფრო ხელოვნური და პოპულისტური, ვიდრე რეალობა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დღეების განმავლობაში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 106 000 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, ხოლო მათ ვისაც დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა ჩაუტარდა ტესტირებაც.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს