დონალდ ტრამპი - წინ გამოწვევებით სავსე 30 დღე გველის, მაგრამ დიდი გამარჯვებით დავასრულებთ

წინ გამოწვევებით სავსე 30 დღე გველის, მაგრამ დიდი გამარჯვებით დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ კორონავირუსის გავრცელების პიკს „კარგ ფორმაში შეხვდება“, ვინაიდან იმ დროისთვის ქვეყანაში სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა იქნება.

„ჩვენ გვყავს სულ ცოტა 10 კომპანია, რომელიც სასუნთქ აპარატებს ამზადებს. ამას სხვა ქვეყნები ვერასდროს მოახერხებენ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში კორონავირუსზე ტესტი მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

„ბევრად მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 163 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასატურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 3 000-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა