დე-ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის დროებითი "მილიციის კორდონი" აღმართა.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა