საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 ადამიანია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დისრექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

„ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს,“- განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.

ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 31 პაციენტი გადის, აქედან 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„4 მძიმე პაციენტია, თუმცა ამ 4 მძიმედან ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია, დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური მდგომარეობა, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია, ვიდრე არ მიიღება თუნდაც ამ ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო