ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველგან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, დღეს კორონავირუსზე ანალიზი კიდევ 2 პაციენტს ჩაუტარდება.

სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკაში მყოფი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ დროისათვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს ბოქსირებულ სექტორში. ამ 13 პციენტიდან კვლავ 5 პაციენტია კორონავირუსით ინფიცირებული. გუშინ კვლევაში 2 ახალი პაციენტი იყო ჩართული, რომელთაც საბედნიეროდ უარყოფითი პასუხი დაუდგინდა. დღეს კვლევაში კვლავ 2 პაციენტი ჩაერთვება და დაველოდებით მათ შედეგებს. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველგან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, არასრულწლოვანების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და ყველაფერი მიდის პროტოკოლის მიხედვით“, - განაცხადა მაკა სოლორაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო