2019 წელს წინა წელთან შედარებით, როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2019 წელს რეგისტრირებულია 23 285 ქორწინების შემთხვევა, რაც 0.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

მათივე ინფორმაციით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს.

გაზრდილია ასევე განქორწინების მაჩვენებელიც. 2019 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 11 205 ერთეულით განისაზღვრა, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო