ლევან რატიანი - პირველი პაციენტის მაგალითზე, რომელიც ყველაზე მძიმე იყო ჩვენს კლინიკაში, შემიძლია გითხრათ, რომ „კოვიდი“ არ არის მკვლელი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პირველი პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკა შესაძლოა, მან ხვალ დატოვოს. როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ქალს ჩაუტარდა ანალიზი, პირველადი ცდით ვირუსი არ დაუდგინა, ხოლო განმეორებითაც, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტი პროტოკოლის დაცვით გაეწერება.

„კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაუწყოთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვახარებს. პირველი პაციენტი, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, სომატურად დამძიმებული, იცით, რომ ის ყველაზე მძიმე პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. PCR მეთოდით, პირველადი ჩატარებული ცდით ვირუსით ინფიცირება არ ვლინდება. აქედან გამომდინარე, 24 საათში გავიმეორებთ და იმედია, ეს ქალბატონი კლინიკას ხვალ დატოვებს. ანუ, კიდევ ერთი მაგალითი იმისი, რომ კოვიდი არ არის მკვლელი ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ქალბატონი იყო უმძიმესად: მწვავე რესპირატორული სინდრომით, მორბიტული სინდრომით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჭარბი წონით. ამ ეპატზე, მისი მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ თვითიზოლაციის პირობებში, პროტოკოლის დაცვით გაწერება“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ახალშობილებს, რომლებიც არ არიან კორონავირუსით ინფიცირებული, რატიანის განმარტებით, მათი მდგომარეობა, მეტნაკლებად სტაბილურია და მკურნალობას ახალშობილთა რეანიმაციაში აგრძელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა