ჩინეთის სამხრეთით ტყის ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ძლიერ ხანძარს ასობით მეხანძრე და სამხედრო ებრძოდა. საჭირო გახდა მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად იმავე ადგილაზე ხანძარმა 30 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 27 მეხანძრე იყო.