მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის დაშვებულია გამონაკლისი და მათ 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას სახლში გაატანენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის უკვე დაშვებულია გამონაკლისი და მათ 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო მომატებულ დოზას სახლში გაატანენ.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღამოდან მუშაობს დეტალურ სიებსა და საჭიროებებზე, იმ პირებისთვის, რომლების ჯანდაცვის პროგრამებში არიან ჩართულები.

„მუშავდება დიალიზის პროგრამაში მყოფი პირებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მეთადონის პროგრამისთვის უკვე არის დაშვებული გამონაკლისის სახით გარკვეული პირობები, რაც ითვალისწინებს მედიკამენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას, 5 - დღიანი პერიოდისთვის. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პროგრამებზე, ინდივიდუალურად ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო და არც ერთ პაციენტს არ შეექმნება პრობლება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა